ტრენინგი ინტელის სასწავლო კურსი, სასწავლო პროექტებით სწავლება ძალიან საინტერესო და მრავლის მომცემი იყო ჩვენთვის. ამ ტრენინგის საშუალებით ჩვენ შევძელით პროექტის დაგეგმვა და წარმართვა. ტრენინგის ბოლოს მოვახდინეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ მარის ტრენინგის საინტერესოდ წარმართვისათვის.
დღევანდელ ტრენინგზე ჩვენ ვიმუშავეთ პროექტის მიზნებზე და შედეგებზე , ვიმუშავეთ მიმართულების მომცემ საკვანძო კითხვებზე. გავარჩიეთ ზოგადი, თემატური და კონკრეტული კითხვები, რომელსაც გამოვიყენებთ ჩვენი მომავალი პროექტის დაგეგმვაში.
Comments
Post a Comment